პროექტის სახელი: მაღალტექნოლოგიური სამზარეულოები.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე სამზარეულოების მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, როგორიცაა: გაზქურები, მიკროტალღური ღუმელი, ელ.მიქსერი, და მაცივარი.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებით (სურათი, ვიდეო, ჟურნალ–გაზეთები, წიგნები) ინფორმაციას სამზარეულოების მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების შესახებ, შემდეგ დაამუშავებენ შეაფასებენ და გაანალიზებენ. პარალელს გაავლებენ ძველსა და ახალ ტექნიკებს შორის, რომელიც ახალი მოთხოვნილებების შესაბამისად, განუწყვეტლივ უმჯობესდება.
მონაწილეთა ასაკი: 12
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასს ვყოფ 4 ჯგუფად და ვაძლევ თითოეულ ჯგუფს დავალებას:
I ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ნებისმიერი წყაროდან ინფორმაცია თანამედროვე მაცივრების შესახებ.
II ჯგუფს – თანამედროვე ელექტრო მიქსერის შესახებ.
III ჯგუფს – თანამედროვე მიკროტალღური ღუმელის შესახებ.
IV ჯგუფს – თანამედროვე გაზქურების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეაჯამებენ მოძიებულ მასალას და გამართავენ დისკუსიას. ასევე გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევებს და შეიძენენ ახალ ცოდნას, გაუუმჯობესდებათ კვლევე ძიების უნარი.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის მონაწილე მოსწავლეები პრეზენტაციის საშუალებით სხვა მოსწავლეებს მიაწვდიან ინფორმაციას მაღალტექნოლოგიური სამზარეულოს მოწყობილობების შესახებ.იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს ტექნოლოგიების განვითარების სფეროში. გაანალიზებენ, რომ კომპიუტერის განვითარებამ თავის მხრივ ტექნოლოგოების არნახული ზრდა გამოიწვია და რომ ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი:
- იყენებს ისტ-ის საშულებებს (მაგ. საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვაწყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შეფასებისა და ანალიზისთვის.
- იყენებს ისტ-ის საშულებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა დამუშავებისა დაანალიზისთვის, შემდგომში შედეგის სხვებისთვის მიწოდების მიზნით.
- აფასებს და ეფექტურად იყენებს ისტ-ის სფეროში არსებულ სიახლეებს (მაგ. ახალიპროგრამული უზრუნველყოფა) და რესურსებს მის წინაშე დასმული ამოცანისშესაბამისად.
- იყენებს ისტ-ის საშუალებებსა და ელექტრონულ ფორმატში არსებულ ინფორმაციასპრობლემების გადაჭრისა და გონივრული გადაწვეტილებების მიღებისას/არჩევანისგაკეთებისას.
- იყენებს ისტ-ის საშუალებებს საყოფაცხოვრებო ამოცანების ამოხსნის, რეალურისიტუაციის შესატყვისი პრობლემების გადაჭრის გზების დაგეგმვისა და განხორციელებისმიზნით.
პროექტის ფასილიტატორი:თამარ ჩიხლაძე
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:tamuna.chixhladze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: